ტელეკომპანია „მაესტროს“ შესაძლოა ყადაღა მოეხსნას

ტელეკომპანია „მაესტროს“ შესაძლოა ყადაღა მოეხსნას

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებული უწყებათაშორისი კომისია  ტელეკომპანია "მაესტროს" სატელიტურ ანტენებისთვის ყადაღის მოხსნას აპირებს.  ამის შესახებ From.ge-ს ტელეკომპანია „მაესტროს" გენერალურმა დირექტორმა ილია კიკაბიძემ განუცხადა.

მისი თქმით, უწყებათაშორისმა კომისიისგან მიიღეს შემოთავაზება იმასთან დაკავშირებით, რომ ანტენები „საქართველოს ფოსტის" მეშვეობით დარიგებულიყო. თუმცა აღნიშნავს, რომ ამ საკითხზე ბევრი უზუსტობები ჩნდება, რაც დასადგენია.

„მარტო ანტენა მიიტანო და დატოვო არ არის მთავარი. ჯერ ბევრი საკითხია დასადგენი. შერჩევითობის პრინციპთან დაკავშირებით საუბარი იყო სოციალურად დაუცველი ფენებისთვის შემთხვევითი შერჩევით დაგვერიგებია. რაც შეეხება დამონტაჟებასა და სხვა სამუშაოებს, ამაზე ჯერ პარტნიორებთან უნდა შევთანხმდეთ და დღის ბოლოს გვეცოდინება თუ რა პოზიციაზე შევჯერდებით“, - განაცხადა მან.

კიკაბიძის განმარტებით, ამ გადაწყვეტილებაზე გავლენა მედია მონიტორინგის შედეგებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა იქონიეს.

„ჩვენ ყველანი ჩავაყენეთ საქმის კურსში, თუ რა უკანონობა განხორციელდა ჩვენს მიმართ. ისინი აკვირდებიან საარჩევნო პროცესს და ალბათ ამ ყველაფერმა თავისი გავლენა იქონია“, - განაცხადა კიკაბიძემ.