„ქართული ოცნების“ 7–ნომრიანი მაისურების 41-ად გადაკეთება ხდება

„ქართული ოცნების“ 7–ნომრიანი მაისურების 41-ად გადაკეთება ხდება

„ქართული ოცნების“ მაისურებს, რომელსაც 7–იანი ეწერა, 41 ნომრით ცვლიან. ცვლიება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც გაირკვა, რომ წინასწარი ინფორმაციის მიუხედავად, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კოალიცია „ქართულ ოცნებას“  ნომერი 7 არ დაუმტკიცა. ცესკო-მ კოალიციას ამ საარჩევნო ნომრით რეგისტრაციაზე უარი  აგვისტოს თვეში უთხრა.. არადა, ამ დროს მაისურებზე, რომელიც კოალიციის მხარდამჭერებს დაურიგეს, უკვე 7–ნომერი იყო გამოსახული.

კოალიციის აქტივისტებსა და მხარდამჭერებს უთხრეს, რომ 7–ნომრიანი მაისურები ოფისებში მიიტანონ და მათ 41 ნომრად გადაუკეთებენ. ეს პროცესი უკვე დაწყებულია და უახლოეს ხანში, 7 ნომრის ნაცვლად მაისურებზე 41 ნომერი გადაეკვრება.