მთის კანონის შემოღების შემდეგ, მოსახლეობა მთას დაუბრუნდება

მთის კანონის შემოღების შემდეგ, მოსახლეობა მთას დაუბრუნდება

„ქართული ოცნება“ რეგიონებში მთის კანონის პროექტის წარდგენას განაგრძობს.  „ქართული ოცნების“ რეგიონული პოლიტიკის ჯგუფის კოორდინატორებმა კანონპროექტი ლენტეხის მოსახლეობას გააცნეს.

„კანონპროექტის მიხედვით გაწერილია, რომ მაღალმთიან სოფლებში იქნება გარკვეული შეღავათები, რომ ყველა სოფელში იქნება სკოლა, სამედიცინო პუნქტები, გზა, ელექტროენერგია. საუბედუროდ, 21-ე საუკუნეში გვაქვს ისეთი სოფლები, სადაც არც გზა არის და არც ელექტრონერგია, ხალხი კი საერთოდ მოწყვეტილია სამყაროს“,-განაცხადა ბერდია გაზდელიანმა.

კობა არაბულის განცხადებით კი, დღეს საქართველოში მთა იცლება და ახალგაზრდობა ბარში მიდის.

„როდესაც მთის კანონი იქნება შემოღებული, ახალგაზრდობა ბარში წასვლაზე დაფიქრდება, შუახნის ადამიანები, კი, რომლებიც ბარში არიან წასულები, გააკეთებენ იმის ანალიზს, სად ჯობია, დარჩნენ იქ, სადაც ვერაფერს ვერ აკეთებენ თუ დაუბრუნდნენ მამაპაპურ მიწას და გააგრძელონ იქ ცხოვრება“,-აცხადებს კობა არაბული.