კახი კალაძე: ყველა ვიზეიმებთ იმ დიდ გამარჯვებას,  რასაც „ქართული ოცნების“ გამარჯვება ჰქვია

კახი კალაძე: ყველა ვიზეიმებთ იმ დიდ გამარჯვებას, რასაც „ქართული ოცნების“ გამარჯვება ჰქვია

სამტრედიაში პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, კოალიციის საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა კახი კალაძემ, პრესის წარმომადგენლებისთვის განცხადება გააკეთა და საზოგადოებას საჯარო სამსახურებში დასაქმებული ის ადამიანები გააცნო, რომლებმაც კოალიციისა და კახი კალაძის მხარდაჭერის შესახებ ღიად განაცხადეს.

ეს ადამიანები არიან: გოგუაძე ტატა -  სამტრედიის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის დირექტორი, თინათინ ხარძიანი - სამტრედიის ნომერ 12 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე, გიორგაძე თეონა - სამტრედიის მრავალპროფილიანი სკოლა „ცოდნა“ , ლორთქიფანიძე ქეთევანი -  დაბა ურეკის კულტურის სახლის  თანამშრომელი,  კიკაბიძე მარინე - სკოლა „ცოდნის“ პედაგოგი და  გოგუაძე ნათია - ექიმი.

„ძალიან საინტერესოა, როდესაც დემოკრატიული ღირებულებების მქონე ადამიანები, რომლებიც საჯარო სამსახურებში მუშაობენ ღიად აფიქსირებენ თავიანთ აზრს და გამოთქვამენ მხარდაჭერას „ქართული ოცნების“ მიმართ.  ამ ადამიანებმა ღიად დაფიქსირეს თავიანთი აზრი არ შეეშინდათ დღევანდელი მოძალადე ხელისუფლების რეპრესიებისა.

 ჩვენ ძალიან ბევრნი ვართ იმასთან შედარებით, რაც ვიყავით გუშინ,  უფრო მეტი ვიქნებით ხვალ - ზეგ და მთელ საქართველოს პირველ ოქტომბრამდე ერთ მუშტად შევკრავთ.  ყველა ვიზეიმებთ იმ დიდ გამარჯვებას,  რასაც „ქართული ოცნების“ გამარჯვება ჰქვია“, - განაცხადა კალაძემ.

საჯარო სამსახურის წარმომადგენელთა თქმით, ისინი მზად არიან, დატოვონ სამსახურები, თუ ხელისუფლების მიერ მათ მიმართ ზეწოლა განხორციელდება.