The Funky ევროვიზიაზე (VIDEO)

The Funky ევროვიზიაზე (VIDEO)

საქართველოს წარმომადგენლებს საბავშვო ევროვიზიაზე საპროდიუსერო ჯგუფმა სახელი შეურჩია.

ქართველ მონაწილეები მაყურებლის წინაშე 1 დეკემბერს როტერდამში სახელწოდებით The Funky Kids წარდგებიან.

ჯგუფში ქეთი სამხარაძე, ნინი დაშნიანი, ელენე არაჩაშვილი და ლუკა ყარმაზანაშვილი არიან გაერთიანებულნი. საკონკურსო სიმღერაზე ბავშვებთან ერთად პროდიუსერი გიგა კუხიანიძე მუშაობს.

გიგა კუხიანიძე საბავშვო ევროვიზიასთან უკვე ოთხი წელია თანამშრომლობს და წარმატებული პროდიუსერია. ის საბავშვო ევროფესტივალზე საქართველოს წარმომადგენელი ჯგუფების „ბზიკებისა“ და „ქენდის“ მუსიკალური ხელმძღვანელი იყო. ჯგუფი „ბზიკები“ 2008 წლის, ხოლო ჯგუფი „ქენდი“ 2011 წლის საბავშვო ევროფესტივალების გამარჯვებულები გახდნენ.

რიგით მეათე საბავშვო ევროფესტივალს ჰოლანდია მასპინძლობს. ევროპის მაუწყებელთა კავშირმა (EBU) და ჰოლანდიის მაუწყებელმა (AVRO) გაახმოვანეს, რომ კონკურსი 2012 წლის პირველ დეკემბერს "ჰეინეკენის მიუზიკ ჰოლში" (HMH) ჩატარდება.