ძიძიგური მმართველ პარტიას არათანაბარი წინასაარჩევნო პირობების შექმნაში ადანაშაულებს

ძიძიგური მმართველ პარტიას არათანაბარი წინასაარჩევნო პირობების შექმნაში ადანაშაულებს

„ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, რუსთავის მააჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზვიად ძიძიგური მმართველ გუნდს არათანაბარი წინასაარჩევნო პირობების შექმნაში და წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვაში ხელის შეშლაში ადანაშაულებს. ამის შესახებ მან დღეს "ინტერპრესნიუსის" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

მისი თქმით, რუსთავში "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატი მამუკა ჩიქოვანი ყოველდღიურად მართავს შეხვედრებს შრომით კოლექტივებთან, მათ შორის სასწავლო და სამედიცინო დაწესებულებში, ასევე ქარხნებსა და საწარმოებში.

„ეს ხდება იმ ფონზე, რომ მრავალჯერადი მცდელობის მიუხედავად, "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს და უშუალოდ მას, შრომით კოლექტივებთან შეხვედრის საშუალება არ ეძლევა. პირადად მე სხვადასხვა საჯარო დაწესებულებებში შეხვედრების გამართვის თხოვნით რამდენიმე ათეული წერილი გაგზავნა, თუმცა არც ერთ მათგანზე არანაირი პასუხი არ მიმიღია“, - განაცხადა მან.

„ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის განცხადებით, პირველ რიგში მიმართავს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და მოუწოდებს აშკარა და უხეშ დარღვევაზე შესაბამისი რეაგირება მოახდინოს და აღნიშნა, რომ ფაქტთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ ეცნობება ყველა უცხოურ სადამკვირვებლო მისიას და საერთაშორისო ორგანიზაციას.