რამაზ საყვარელიძე: ვფიქრობ, სააკაშვილიც და ივანიშვილიც ბაგრატის ტაძარში ორივე მივა

რამაზ საყვარელიძე: ვფიქრობ, სააკაშვილიც და ივანიშვილიც ბაგრატის ტაძარში ორივე მივა

ექსპერტი რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ ილია მეორის მიწვევას ბაგრატის ტაძრის გახსნასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტიც და „ქართულ;ი ოცნების“ ლიდერიც მიიღებს.

„ვფიქრობ, სააკაშვილიც და ივანიშვილიც ილია მეორის მიწვევას ორივე მიიღებს და ბაგრატის ტაძრის გახსნაზე ორივე მივა“,-აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სამების საკვირაო ქადაგებისას განაცხადა, რომ მმართველ პარტიას, მთავრობას და მხედრობას ბაგრატის ტაძარში ელოდება. ილია მეორის განცხადებით,  ტაძრის აღმშენებელი მეფე ბაგრატი, საქართველოს გამაერთიანებელი იყო და სწორედ ამიტომ პოლიტიკურად დაპირისპირებული მხარეები ტაძარში მიიწვია. მმართველ გუნდში და „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ პატრიარქის ქადაგებას აუცილებლად გაითვალისიწნებენ და ბაგრატის ტაძრის გახსნაზე ჩავლენ.