დარჩიაშვილი: „ქართული ოცნება“ პარლამენტში უმრავლესობით ვერ მოვა სულ რომ უცხოპლანეტელები ჩამოფრინდნენ

დარჩიაშვილი: „ქართული ოცნება“ პარლამენტში უმრავლესობით ვერ მოვა სულ რომ უცხოპლანეტელები ჩამოფრინდნენ

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის დავით დარჩიაშვილის შეფასებით, „ქართული ოცნება“ ისეთ ძალებს ეყრდნობა ვისაც შევარდნაძე ენატრება.

„ახლა პიროვნებებზე არ მინდა საუბარი, მაგრამ შევარდნაძე იმ სოციალურ ფენას ენატრება, რომელიც იმ დროს კარგად იყო. მაშინ ქვეყანა შეიძლება ნაგავს მიჰქონდა, მაგრამ თავად კარგად იყო და ვაკეში ცხვირაწეული დადიოდა.  აი, მათ ენატრებათ შევარდნაძე, – აღნიშნა დარჩიაშვილმა.

მისივე შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ“ კარგად იცის რომ პარლამენტში უმრავლესობით ვერ მოვა.

„ეს კარგად იცის „ქართულმა ოცნებამ“ თუნდაც მათ მიერ  დაფინანსებული კვლევებიდან. ამის შანსი არ არის სულ რომ უცხოპლანეტელები ჩამოფრინდნენ, რადგან რეიტინგი არა აქვთ“, – აღნიშნა დარჩიაშვილმა.