მაია ფანჯიკიძემ კოალიციის წევრების პოლიტიკური ნიშნით დევნაზე ისაუბრა

მაია ფანჯიკიძემ კოალიციის წევრების პოლიტიკური ნიშნით დევნაზე ისაუბრა

პოლიტიკური კოალიციაა „ქართული ოცნების“ პრესსპიკერმა, მაია ფანჯიკიძემ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე კოალიციის წევრების მიმართ პოლიტიკური ნიშნით დევნაზე ისაუბრა.

ფანჯიკიძის განცხადებით, 4 სექტემბერს ხრამჰესის გენერალურმა დირექტორმა დევი კანდელაკმა კოალიცია „ქართული ოცნების“ დმანისის რაიონის სოფელ ჩათახის N27-ე საარჩევნო უბნის კომისიის წევრი, სადგურის მოადგილე და მემანქანე ილია სართევანიძე სამსახურიდან გაათავისუფლა.

მისი თქმით, ასევე სამსახურიდან გათავისუფლებულები არიან მისი ძმა და 9 ადამიანი.

„საინტერესოა, ის, რომ კანდელაკმა მათ უთხრა: არ გირჩევთ ეხლა ჩივილს, რადგან 1 ოქტომბრის შემდეგ ხელისუფლებაში ისევ ჩვენ ვიქნებით და ჩივილს აზრი არ აქვს“, - განაცხადა ფანჯიკიძემ.

კოალიციის პრესსპიკერის თქმით, მათ ამ ფაქტის შესახებ მიმართეს უწყებათაშორის კომისიას, რომელთა თქმითაც, ჯერ აუცილებელია გაირკვეს ეს კომპანია კერძოა თუ სახელმწიფო.

„აღსანიშნავია, რომ მიუხედავად იმისა კომპანია კერძოა თუ სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისია ვალდებულია სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული ადამიანების ფაქტები განიხილოს და ეს ფაქტები შეაფასოს“: - განაცხადა ფანჯიკიძემ.