მაია ფანჯიკიძე: თითქმის ერთ მხარეს მყოფმა პიროვნებებმა კომფორტულ გარემოში იკამათეს რაღაც საკითხებზე

მაია ფანჯიკიძე: თითქმის ერთ მხარეს მყოფმა პიროვნებებმა კომფორტულ გარემოში იკამათეს რაღაც საკითხებზე

კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსპიკერი, მაია ფანჯიკიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გუშინ გამართულ დებატებს ხელოვნურად დადგმულს უწოდებს.

ფანჯიკიძე კოალიციის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილისამდი გაკეთებულ ბრალდებებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ივანიშვილს კი არა სააკაშვილს შეეშინდა.

„დებატები თელავში ჩვენი აქციის პარალელურად მიმდინარეობდა. არ მქონდა საშუალება მისთვის თვალი მედევნებინა თუმცა, რაც წავიკითხე ივანიშვილს კი არა სააკაშვილს შეეშინდა. თავდაპირველად, დებატებში ბიძინა ივანიშვილმა გამოწივია სააკაშვილი და სწორედ ამ გამოწვევის შემდეგ დაიწყო დისკუსია დებატების შესახებ“, - განაცხადა ფანჯიკიძემ.

მისივე თქმით, გუშინ თითქმის ერთი ძალის წარმომადგენლებმა, ერთ მხარეს მყოფმა პიროვნებებმა კომფორტულ გარემოში იკამათეს რაღაც საკითხებზე.

„აღვნიშნავ, რომ ამ დებატებს სიცხადე არ შეუტანია ამათუ იმ მოქალაქისთვის თუ რას აპირებენ ისინი თუ ხელისუფლებაში მოხვდებიან“, - განაცხადა ფანჯიკიძემ და კიდევ ერთხელ დასძინა, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი „ნაცმოძრაობის“ ლიდერს, მიხეილ სააკაშვილს ნამდვილ დებატებში ეპატიჟებოდა.