კულტურულ ძეგლებთან დაკავშირებით საქართველო-თურქეთს შორის ხელშეკრულება ჯერ არ გაფორმებულა

კულტურულ ძეგლებთან დაკავშირებით საქართველო-თურქეთს შორის ხელშეკრულება ჯერ არ გაფორმებულა

საქართველოსა და თურქეთს შორის ჯერ არ არის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც ორი ქვეყნის ტერიტორიაზე კულტურული ძეგლების აღდგენას ითვალისწინებს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ დღევანდელ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, არის საკითხები, რომელზეც მხარეები ვერ თანხმდებიან.

„მოლაპარაკებების კონკრეტული დეტალები ჯერ უცნობია და დოკუმენტის შესახებ მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც შეთანხმებას ხელი მოეწერება“, - განაცხადა მან.

შეკითხვაზე - მოხდა, თუ არა რაბათის ციხის აღდგენა, ამ შეთანხმების ფარგლებში - კალანდაძემ აღნიშნა, რომ ამ ხელშეკრულების ფარგლებში რაბათის ციხის აღდგენა არ მომხდარა.