ნინო კალანდაძე: ლოპოტაში სპეცოპერაციისას დაღუპული რუსეთის მოქალაქეების შესახებ რუსეთს საქართველოსთვის არ მიუმართავს

ნინო კალანდაძე: ლოპოტაში სპეცოპერაციისას დაღუპული რუსეთის მოქალაქეების შესახებ რუსეთს საქართველოსთვის არ მიუმართავს

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძის განცხადებით, რუსეთის ფედერაციას ლოპოტაში განხორციელებული სპეცოპერაციისას დაღუპული რუსეთის მოქალაქეების შესახებ ქართული მხარისთვის არ მიუმართავს. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს მომართვა არ მომხდარა არც შვეიცარული სექციის გავლით და აღნიშნა, რომ მომართვის შემთხვევაში ქართული მხარე მზად არის თანამშრომლობისთვის.

„ქართული პოლიტიკა ჩრდილოკავკასიელ ხალხთან მიმართებაში კვლავ უცვლელია, გრძელდება ღია კარის პოლიტიკა და ლოპოტას სპეცოპერცია ამ ურთიერთობების გაუარესებას არ გამოიწვევს“, - განაცხადა მან.