ალექსანდრე ანქვაბი: ჩვენ გვაქვს თავისუფლების უფლება და ამ უფლებას ვერავინ წაგვართმევს

ალექსანდრე ანქვაბი: ჩვენ გვაქვს თავისუფლების უფლება და ამ უფლებას ვერავინ წაგვართმევს

აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ალექსანდრე ანქვაბის განცხადებით, რომელსაც ერთი წელი შეუსრულდა ქვეყნის ხელმძღვანელის პოსტზე, აცხადებს, რომ  აფხაზეთის მთავარია არა ის, რამდენმა ქვეყანამ სცნო მათი დამოუკიდებლობა, არამედ ის, რომ მათ ხვალინდელი დღის იმედი გააჩნიათ.

„ის, რომ ჩვენ ჯერ კიდევ არ გვცნო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ბევრმა ქვეყანამ, ჩვენ თავდაჯერებულობა არ გვაკლდება. ჩვენ არასოდეს არ ვაიგივებდით ჩვენს პოლიტიკურ ბედს კოსოვოსთან ან სხვა ქვეყნებთან. არ აქვს მნიშვნელობა რამდენმა ქვეყანამ სცნო ჩვენი დამოუკიდებლობა, მთავარია, რომ ჩვენ ხვალინდელი დღის იმედი გვაქვს. ჩვენ გვაქვს თავისუფლების უფლება და ამ უფლებას ვერავინ წაგვართმევს. დიახ, მსოფლიოში ორმაგი სტანდარტებია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, აფხაზეთის დამოუკიდებლობას ბევრი ქვეყანა აღიარებს“,-განაცხადა ანქვაბმა.