ენდი უორჰოლის „მარლონ ბრანდო“ Christie's აუქციონზე

ენდი უორჰოლის „მარლონ ბრანდო“ Christie's აუქციონზე

14 ნოემბერს ნიუ–იორკში Christie's აუქციონზე ამერიკელი მხატვრის ენდი უორჰოლის მიერ 1966 წელს შელკოგრაფიის ტექნიკით შექმნილი მარლონ ბრანდოს პორტრეტი გაიყიდება. მასზე მსახიობი 1953 წელს ლასლო ბენედეკის მიერ გადაღებული ფილმის The Wild One–ის მთავარ გმირის ჯონის სახით არის აღბეჭდილი. ლოტის ფასი 20 მილიონი დოლარია.

ენდი უორჰოლის მიერ შესრულებული ელვის პრესლის „ორმაგი ელვისის“ სახელწოდებით ცნობილი პორტრეტი, ცოტა ხნის წინ,  Sotheby's-ის აუქციონზე 37 მლნ დოლარად გაიყიდა.

პორტერტი 1963 წელს შეიქმნა და იგი ელვისი კოვბოის სახითაა წარმოდგენილი. 

მხატვარმა ლეგენდარულ მუსკოსს 22 ნამუშევარი მიუძღვნა, ცხრა მათგანი მუზეუმები ინახება, დანარჩენი კი კერძო კოლექციების საკუთრებაა.

ენდი უორჰოლი პოპ-არტ-მოძრაობის ისტორიაში საკულტო ფიგურაა. იგი აქტიურად თანმშრომლობდა ჰოლივუდის ვარსკვლავებთან, მათ შორის იყო მერლინ მონროც, გარდა ამისა მას დახატული ჰყავს მაიკლ ჯექსონი, ჩინეთის კომუნისტური პარტიის ლიდერის, მაო ძედუნის ცნობილი პორტრეტი, რომელიც 17.4 მილიონ ამერიკულ დოლარად გაიყიდა. მაო ძე დუნის პორტრეტი ენდი უორჰოლის მიერ გასული საუკუნის 70-იანი წლებში შექმნილ ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად ითვლება.