მერაბიშვილის აზრით, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან დებატებში მონაწილეობა ქართველი ხალხის პატივისცემა იქნებოდა

მერაბიშვილის აზრით, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან დებატებში მონაწილეობა ქართველი ხალხის პატივისცემა იქნებოდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის აზრით, საზოგადოებრივ მაუწყებელზე დებატებში მონაწილეობა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემის გამოხატვა იქნებოდა.

ამის შესახებ მერაბიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გაამართულ პრემიერმინისტრობის კანდიდატების დებატებზე განაცხადა.

„სამწუხაროა, რომ კოალიციის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა უარი განაცხადა დებატებში მონაწილობაზე. მისი აქ მოსვლა ქართველი ხალხის პატივისცემა იქნებოდა", - განაცხადა მერაბიშვილმა. 

მან ასევე მან დასაქმების პრიორიტეტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს პარტიის მთავარი გამოწვევა იქნება..

„ჩვენ ამისთვის პირველი ნაბიჯები უკვე გადავდგით, შევქმენით დასაქმების სამინისტრო, რომლის მეშვეობითაც ჩვენ  ქართველ ხალხს დავასაქმებთ", - აღნიშნა მერაბიშვილმა.