საბერძნეთის ხელისუფლებით ბერძნებიც და  ევროპაც  უკმაყოფილონი არიან

საბერძნეთის ხელისუფლებით ბერძნებიც და ევროპაც უკმაყოფილონი არიან

ევროპის ლიდერებმა უკმაყოფილება გამოთქვეს საბერძნეთის მთავრობის კაბინეტის მუშაობით. პერმანენტული დემონსტრაცოების ფონზე საერთაშორისო კრედიტორებმა ათენში მიმდინარე მოლპაარკებების მაგიდა დატოვეს.  საბერძნეთისთვის გამოყოფილიახალი 30 მილიარდიანი ტრანში ჯერჯერობით დაბლოკილი არ არის, თუმცა ამისთვის საბერძნეთის სახელმწიფო ბიუჯეტში 12 მილიარდიანი რეკვესტრი უნდა განახორციელოს.

„მოლაპარაკებები ჯერ დამთავრებული არ არის. ევროპის „სამეულმა“ ჩვენი ეკონომისტების შეთავაზება არ მიიღო, ჩვენ კი ალტერნატიული წინადადება წამოვაყენეთ.  ჩვენ ჩვენი შეხედულებები გვაქვს-არ შეიძლება დახმარება შეუწყდეს ინვალიდებს და არ შეგვიძლია პენსიების ჰორიზანტული ჭრა განვახორციელოთ. იმისთვის, რომ ყველაფერი პატიოსნად და სამართლიანად განხორციელდეს-გარკვეული ზღვარი უნდა არსებობდეს“,-განაცხადა საბერძნეთის სოციალისტური პარტიის ლიდერმა ევანგელოს ვენიზელოსმა.