ივანიშვილი: ის რაც მოხდა 8 სექტემბერს, ეს „ნაცმოძრაობის“ მაქსიმალური შესაძლებლობა იყო

ივანიშვილი: ის რაც მოხდა 8 სექტემბერს, ეს „ნაცმოძრაობის“ მაქსიმალური შესაძლებლობა იყო

კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე რეალურად, მხოლოდ 150 ათასი ადამიანი გამოვიდა. ამის შესახებ მან თელავში მმართველი პარტიის ყრილობის შესახებ კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ის რაც მოხდა 8 სექტემბერს, ეს „ნაცმოძრაობის“ მაქსიმალური შესაძლებლობა იყო.

„150 ათასი რეალურად 7-8%-ს შეადგენს. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ყრილობაზე „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი სახლში დარჩა? “ - განაცხადა მან.

ივანიშვილის თქმით, მმართველმა პარტიამ მხარდამჭერების სრული მობილიზება მოახდინა, თუმცა, კოალიციის ლიდერი მიიჩნევს, რომ ყრილობაზე ისეთი ადამიანებიც იმყოფებოდნენ, რომლებიც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მხარს რეალურად არც უჭერენ.