ბიძინა ივანიშვილი:მე დებატებზე უარი არ მითქვამს, კეთილი ინებონ და ნამდვილი დებატები გააკეთონ

ბიძინა ივანიშვილი:მე დებატებზე უარი არ მითქვამს, კეთილი ინებონ და ნამდვილი დებატები გააკეთონ

"მე დებატებზე უარი არ მითქვამს, კეთილი ინებონ და ნამდვილი დებატები გააკეთონ”, - ამის შესახებ საარჩევნო ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების“ ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა გუშინ გამართული აქციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. 

ივანიშვილის განცხადებით, საზოგადოებრივ მაუწყებელზე არსებული დებატების ფორმატი მიუღებელი და აბსურდულია. 

მისი თქმით, ეს საზოგადოებრივ მაუწყებელს ყველაზე მეტად მოეთხოვება, რამდენადაც, ფორმალურად ის საზოგადოებრივია .

„მე არა თუ უარი ვთქვი, არამედ მოვითხოვ, რომ რეალური დებატები გამართონ და ამაში ხალხს მიაღებინონ მონაწილეობა“ - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, მოსახლეობას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, არჩევნებში დასახელებული კანდიდატები ერთმანეთს შეადაროს. 

ცნობისთვის, საზოგადოებრივ მაუწყებელზე წინასაარჩევნო დებატების ფარგლებში, პირველი ეთერი გუშინ შედგა, რომელშიც პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი გიორგი თარგამაძე და „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი მონაწილეობდნენ. მასში მონაწილეობა არ მიუღია ბიძინა ივანიშვილს.