ირაკლი ალასანია: სააკაშვილის ამ ლაყბობას ზუგდიდელები 1 ოქტომბერს თავად გასცემენ  პასუხს

ირაკლი ალასანია: სააკაშვილის ამ ლაყბობას ზუგდიდელები 1 ოქტომბერს თავად გასცემენ პასუხს

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ალასანია წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სოფელ ზედა ეწერის მცხოვრებლებს შეხვდა. ალასანიამ მოსახლეობას კოალიციის   წინასაარჩევნო პროგრამა დეტალურად გააცნო. მან განსაკუთრებული ყურადღება ზუგდიდის ეკონომიკაში ასი მილიონის ჩადებაზე გაამახვილა.

ალასანიამ მიხეილ სააკაშვილის ზუგდიდში გამოსვლაზე კომენტარი გააკეთა.

„ალასანიები  ვცხოვრობთ ზუგდიდში. მე სააკაშვილთან არანაირი ნათესაური კავშირი არ მაქვს და მისგან განსხვავებით, ჩემი სანათესაო აქ ზუგდიდში ცხოვრობს, სადაც ჩემი სახლ-კარია, სადაც სააკაშვილის  მმართველობის დროს გაიზარდა უმუშევრობა და უამრავი ზუგდიდელი უსამართლოდ დაისაჯა. ამას ჩვენ 1 ოქტომბერს დავამთავრებთ. სააკაშვილს მინდა ვუთხრა - ზუგდიდი და არა ლაზიკა, იყო და იქნება სამეგრელოს გვირგვინი. პრეზიდენტი სამეგრელოზე კლიპებს კი არ უნდა იღებდეს არამედ, ამ კუთხეზე რეალურად უნდა ზრუნავდეს. მე დარწმუნებული ვარ,   სააკაშვილის ამ ლაყბობას ზუგდიდელები 1 ოქტომბერს თავად გასცემენ  პასუხს“, - განაცხადა  ალასანიამ.