ინდონეზიაში ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა

ინდონეზიაში ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა

ამერიკის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ინდონეზიაში 9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა.

მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ მაბირიდან 56 კილომეტრში მდებარეობდა.

მსხვერპლის და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

ინდონეზია ე.წ „წყნარი ოკეანის ცეცხლის რკალის“ ნაწილს წარმოადგენს, ამიტომ დედამიწის ამ ნაწილში ტექტონიკური ძვრები საკმაოდ ხშირია.