სააკაშვილი:  მთავარი რისგანაც გავთავისუფლდით, არა უშუქობა და უგზოობაა არამედ, შიშის  განცდაა

სააკაშვილი: მთავარი რისგანაც გავთავისუფლდით, არა უშუქობა და უგზოობაა არამედ, შიშის განცდაა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბათუმში მიმდინარე „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა.

პრეზიდენტის თქმით, მისი სურვილია ბათუმი იყოს არა საქართველოს ვიტრინა და ფასადი არამედ, თითოეული ბათუმელი იყოს ისეთივე, როგორც ის ფასადებია, რომელიც ქალაქში შენდება.

„მინდა, რომ ბათუმი იყოს არა საქართველოს  „ვიტრინა“, არა - ფასადი, მე მინდა, რომ თითოეული ბათუმელის სახლი იყოს ისეთივე ლამაზი, როგორც ეს ფასადები, რომელთაც ჩვენ ვაშენებთ, ისეთი მდიდრული, როგორც ის ქვეყანა, რომელსაც ყველანი ერთად ვქმნით. მე დაგპირდით, რომ ბათუმი იქნება სოჭზე უფრო მაგარი ქალაქი. ახლა ამაზე არავინ ლაპარაკობს. ახლა რომ გითხრათ, სოჭზე მაგარი იქნება მეთქი, გაგეცინებათ, იმიტომ რომ, რა შედარებაა საერთოდ?! ახლა შემდეგი მწვერვალები გვაქვს, როგორც არ უნდა აღიზიანებდნენ და ქილიკობდნენ ამ თემაზე, ჩვენ სოჭს კი არ უნდა შევედაროთ, უნდა შევედაროთ ბარსელონას, ნიცას, სინგაპურს და ნახეთ, თუ არ გავუსწროთპრეზიდენტის განცხადებით, ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში, რომელიც ბათუმში შენდება, პირველ რიგში ბათუმელები უნდა სწავლობდნენ“, - განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტი ადგილობრივებს ბათუმში განსახორციელებელი პროექტებისა და მთავრობის გეგმების შესახებ ესაუბრა და აღნიშნა, რომ ბათუმი იქნება ქალაქი ბარაკების გარეშე, მოსახლეობა კი დასაქმებული იქნება მთელი 12 თვის განმავლობაში და არა მხოლოდ - ტურისტულ სეზონზე.

„ამ ქალაქში 8 წლის წინ, გარდა სიბნელისა, უგზოობისა, უპერსპექტივობისა, ტოტალური უმუშევრობისა, იყო მთავარი განცდა - შიშის განცდა. მთავარი რისგანაც გავთავისუფლდით, არის არა უშუქობა და უგზოობა არამედ, -შიშის  განცდაა. ჩვენ მოვიპოვეთ ჩვენი თავისუფლება“, - განაცხადა სააკაშვილმა.