ირაკლი ალასანია ზუგდიდს მიმართავს

ირაკლი ალასანია ზუგდიდს მიმართავს

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ალასანია ზუგდიდს მიმართავს.

„ჩვენი გამარჯვების შემდეგ,  ზუგდიდის ეკონომიკაში 100 მილიონზე მეტი ჩაიდება.  აღდგება და შეიქმნება ახალი საწარმოები.  ზუგდიდში კავკასიის რეგიონის მასშტაბის სამედიცინო ცენტრი დ უნივერსიტეტი აშენდება. აქ მკურნალობა და სწავლა ზუგდიდელებისთვის იქნება უფასო.

სოფლის მეურნეობის განვითრების ერთ მილიარდიანი ფონდი უზრუნველყოფს უფასო  სასოფლი სამეურნეო ტექნიკას,  სასუქს და დაბალ პროცენტიან სესხებს,  რაც ნიშნავს იმას, რომ ზუგდიდში არცერთი მიწის ნაკვეთი დაუმუშავებელი აღარ დარჩება.

ყველა სოფელში იქნება უფასო ბაგა ბაღი, თანამედროვე სკოლა და სახელმძღვანელოების ნაწილი იქნება უფასო.  ეს არის ცვლილებები, რომელიც ჩვენ ყველას გჭირდება. აქ არის ჩემი წინაპრების და ჩემი სახლი.  აქაა ჩემი ოდაბადე“, - მიმართავს ალასანია ზუგდიდს.