პორტუგალიის პრემიერ-მინისტრმა მუშებს ომი გამოუცხადა

პორტუგალიის პრემიერ-მინისტრმა მუშებს ომი გამოუცხადა

პორტუგალიის პროფკავშირების ლიდერის არმენიუ კარლოსის განცხადებით , მთავრობამ მუშებს ომის გამოუცხადა.

„პრემიერ-მინისტრმა დღეს პორტუგალიელ მუშებს ომი გამოუცხადა! რას უნდა ველოდეთ ასეთი პოლიტიკისგან მომავალ წელს? ეს გამოიწვევს კომპანიების გაკოტრებას, სამუშაო ადგილების შემცირებას, უმუშევრობის ზრდას და სიღარიბისა და სოციალური უთანასწორობის ზრდას“,-განაცხადა კარლოსმა. მისივე განცხადებით, მთავრობის პოლიტიკა უკვე დაეტყო ქვეყნის ეკონომიკას, მეორე კვარტალში ის 3,3%-ით შემცირდა.

პორტუგალიის პრემიერმინისტრმა პედრო პასუშ კოელიომ ეკონომიკის კიდევ ერთი სასტიკი კანონის მიღების შესახებ განაცხადა  -ხელფასიდან სოციალური დაზღვევის გადასახადი 11-დან 18%-მდე გაიზრდება.