ცსკ-მ საპარლამენტო არჩევნებისთვის რამდენიმე სადამკვირვებლო ორგანიზაცია დაარეგისტრირა

ცსკ-მ საპარლამენტო არჩევნებისთვის რამდენიმე სადამკვირვებლო ორგანიზაცია დაარეგისტრირა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნებისათვის ექვსი ახალი საერთაშორისო ორგანიზაცია და ოთხი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია დაარეგისტრირა.

ცსკ-ის გადაწყვეტილებით, 1 ოქტომბრის არჩევნებს „ესტონეთის ეროვნული საარჩევნო კომისია“, „ლიტვის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისია“, „მექსიკის ფედერალური საარჩევნო ინსტიტუტი“,  „რუმინეთის მუდმივი საარჩევნო ადმინისტრაცია“, „შვეიცარიის საელჩო საქართველოში“ და „ციხის საერთაშორისო რეფორმა“ დააკვირდებიან.

რაც შეეხება ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ცსკ-მ ასევე დაარეგისტრირა: „თავისუფალი განვითარებისა და უფლებების დაცვის ასოციაცია“, „კავკასიური დიალოგის ცენტრი“,  „საქართველოს მარტოხელების, მარტოხელა ინვალიდ-პენსიონერთა და მარტოხელა დედათა დახმარების კავშირი“ და „უფლებათა დაცვის ცენტრი“.

საერთაშორისო დამკვირვებელ ორგანიზაციად რეგისტრაციაზე „პოლიტიკური და სამართლებრივი ინიციატივების ცენტრს“ უარი ეთქვა.