სააკაშვილი - ყარყარაშვილებს, ხაინდრავებს, შევარდნაძეებს,   ლორთქიფანიძეებს და ათასი ჯურის ქურდბაცაცებს ჩვენი ბავშვების მომავალს აღარ გადავაბარებთ

სააკაშვილი - ყარყარაშვილებს, ხაინდრავებს, შევარდნაძეებს, ლორთქიფანიძეებს და ათასი ჯურის ქურდბაცაცებს ჩვენი ბავშვების მომავალს აღარ გადავაბარებთ

" ჩვენი ბავშვების მომავალს აღარ გადავაბარებთ ყარყარაშვილებს, ხაინდრავებს, შევარდნაძეებს, ვაჟა ლორთქიფანიძეებს და ათასი ჯურის ქურდბაცაცებს ,ბანდიტებს და სამშობლოს გამყიდველებს", _ ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ზუგდიდში, ნაციონალური მოძრაობის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, ვერავინ ვეღარასოდეს გაძარცვავს ხალხს და ვეღარასოდეს აფათურებს ხელს მათ ჯიბეებში.

„ვარდების რევოლუცია ამ მოედნიდან დაიწყო. აქ მაშინ სხვანაირი მოედანი იყო, ჩაბნელებული იყო. მახსოვს იმ დღეს აქ ძალიან წვიმდა, დღევანდელივით მზიანი ამინდი არ იყო, მაგრამ მაშინაც იყო ჩემს გულში სითბო, იმიტომ, რომ ბევრი თქვენგანი იყო აქ, მათბობდით, მამხნევებდით, მეუბნებოდით, რომ შეუძლებელი არაფერია. ყველა პოლიტიკოსი თბილისში ენას აჭარტალებდა, რომ შევარდნაძე ცხრათავიანი გველეშაპია, მაგის დამმარცხებელი ძალა არ არისო, ჩვენ ზუგდიდიდან ვთქვით, ჩავალთ და რამდენიმე დღეში აღარ იქნება, ჩავედით და რამდენიმე დღეში აღარ იყო. ეს შეუძლია სამეგრელოს, ეს შეუძლია ზუგდიდს. აქ არიან ბავშვები, რომლებიც დაიბადნენ იმ წვიმიანი დღის შემდეგ და ჩვენ გვიპირისპირდება ხალხი, რომელიც იმ წვიმიან დღეს მართავდა საქართველოს. მათ ამ ბავშვებს უნდათ რომ მომავალი წაართვან, მაგრამ ჩვენ იმიტომ ვართ ასეთი გამოცდილები, რომ ვერავინ წაგვართმევს ჩვენი შვილების მომავალს", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა