აბიტურიენტებს, რომელთაც 4 გამოცდაში დადგენილი ზღვარი გადალახეს, ხელახალი არჩევანის  საშუალება მიეცემათ

აბიტურიენტებს, რომელთაც 4 გამოცდაში დადგენილი ზღვარი გადალახეს, ხელახალი არჩევანის საშუალება მიეცემათ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ხატია დეკანოიძის გადაწყვეტილებით, იმ აბიტურიენტებს,  რომლებმაც ოთხ გამოცდაში დადგენილი ზღვარი გადალახეს და მაღალი ქულები მიიღეს, მიეცემათ საშუალება ხელახალი არჩევანი გააკეთონ და მოხვდნენ უმაღლეს სასწავლებლებში.

აღნიშნულის შესახებ, განცხადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ.გვერდზე გამოქვეყნდა.

„2012 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში 24 000 აბიტურიენტი ჩაირიცხა. ზოგიერთ პროგრამაზე საკმაოდ მაღალი კონკურსის გამო აბიტურიენტთა ნაწილი, რომელთაც დადგენილი ზღვარი გადალახეს და  მაღალი ქულები მიიღეს, უმაღლეს სასწავლებლებში ვერ მოხვდნენ. შესაბამისად, საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში დარჩენილია ვაკანტური ადგილები.

წელს პირველად,  უმაღლეს სასწავლებლებში მეორადი ჩარიცხვები არ განხორციელებულა.  არაინფორმირებულობისა და გამოუცდელობის გამო, აბიტურიენტთა ნაწილმა არასრულად აირჩია სასურველი პროგრამები და  ვერ ჩაირიცხა უმაღლეს სასწავლებელში.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება: იმ აბიტურიენტებს, რომელთაც 4 გამოცდაში დადგენილი ზღვარი გადალახეს და მაღალი ქულები მიიღეს, მიეცეთ საშუალება ხელახალი არჩევანი გააკეთონ და მოხვდნენ უმაღლეს სასწავლებლებში.

დაინტერესებული პირების საყურადღებოდ - ხელახალი ონლაინ რეგისტაცია მხოლოდ ამ კატეგორიის აბიტურიენტებისათვის 11 სექტემბრიდან დაიწყება და 14 სექტემბრამდე გასტანს. დეტალური ინფორმაცია  განათლებისა და მეცნიერების სამინისტოროსა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდებზე განთავსდება“, - ნათქვამია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებულ საქართველოში.