შს სამინისტრომ ლოპოტას ხეობაში შეიარაღებული დაჯგფების ერთ-ერთი წევრი ახმეტ ჩატაევი დააკავა

შს სამინისტრომ ლოპოტას ხეობაში შეიარაღებული დაჯგფების ერთ-ერთი წევრი ახმეტ ჩატაევი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლოპოტას ხეობაში შეიარაღებული დაჯგფების ერთ-ერთი წევრი, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ჩრდილოეთ კავკასიიდან ახმეტ ჩატაევი დააკავა. აღნიშნულის შესახებ, განცხადება შს სამინისტროს ოფიციალურ ვებ.გვერდზე გამოქვეყნდა.

განცხადებას from.ge უცვლელად გთავაზობთ.

„შინაგან საქმეთა სამისისტროს მიერ, ლოპოტას ხეობაში დაკავებული იქნა შეიარაღებული დაჯგფების ერთ-ერთი წევრი,რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ჩრდილოეთ კავკასიიდან ახმეტ ჩატაევი.დაკავებული იყო დაჭრილი, მას გაეწია შესაბამისი სამდიცინო დახმარება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს ლოპოტას ხეობაში ძებნის ღონისძიებას“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.