თინა ხიდაშელმა საგარეჯოს სოფლებში ამომრჩეველთან შეხვედრა გამართა

თინა ხიდაშელმა საგარეჯოს სოფლებში ამომრჩეველთან შეხვედრა გამართა

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თინათინ ხიდაშელი საარჩევნო კამპანიას განაგრძობს.

თინათინ ხიდაშელი ცნობილი ადამიანებთან: ნოდარ მგალობლიშვილთან, ნანული სარაჯიშვილთან, პავლე ნოზაძესთან, ლევან ანჯაფარიძესთან, გია ასათიანთან, ჯანსუღ ჩარკვიანთან, ნანა ლორთქიფანიძესთან,  რამაზ და გივი ხუციშვილებთან ერთად, საგარეჯოს რაიონის სოფლებს - შიბლიანს, ბადიაურს და საგარეჯოს ეწვია.

ხიდაშელის საარჩევნო კამპანიაში კოალიციის ერთ-ერთი წარმომადგენელი დავით ბერძენიშვილიც ჩაერთო.

საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები საგარეჯოს რაიონში კიდევ ორი დღის განმავლობაში დარჩებიან და თინათინ ხიდაშელთან შეხვედრებს ერთად სხვადასხვა სოფლებში გამართავენ.