„ნაც. მოძრაობის“ ყრილობაზე დასასწრებად  ქუთაისში ხალხი სხვადასხვა რაიონებიდან ჩაჰყავთ

„ნაც. მოძრაობის“ ყრილობაზე დასასწრებად ქუთაისში ხალხი სხვადასხვა რაიონებიდან ჩაჰყავთ

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე დასასწრებად ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ხალხი სხვადასხვა რაიონებიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტით ჩამოჰყავთ.

მათი განცხადებით, სოფლის გამგებლებმა მათ დაავალეს, რომ ქუთაისში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე აუცილებლად უნდა ჩამოსულიყვნენ.

ქუთაისში პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს 14:00 საათზე ელიან. სცენა ქალაქის ცენტრალურ მოედანზე რამდენიმე დღეა, დამონტაჟებულია.

აღსანიშნავია,  რომ ცენტრალურ მოედანზე სხვადასხვა უბნის კოორდინატორებს თავიანთი უბნის სიები აქვთ და ყრილობაზე მისული პირები რეგისტრაციას მათ კოორდინატირებთან გადიან.