ნაციონალების მორიგი ხრიკი საარჩევნო კომისიებში

ნაციონალების მორიგი ხრიკი საარჩევნო კომისიებში

სამინისტროებისა და საკრებულოების დეპარტამენტების სპეციალისტები საარჩევნო კომისიებში დამოუკიდებელ წევრებად მიავლინეს. ეს ხრიკი ნაციონალებმა წინასაარჩევნოდ მოიფიქრეს.

სხვადასხვა სამინისტროებში და ადგილობრივ თვითმმართველობში მომუშავე სპეციალისტებს წინასწარი ტრენინგები ჩაუტარეს და საპარლამენტო არჩევნებისთვის მოამზადეს. მათ კანონის დარღვევა რომ არავინ დასწამოს გამოცდები ჩაუტარეს და სერტიფიკატები მისცეს. სწორედ ამ სერტიფიკატის ქონაა აუცილებელი, რომ საარჩევნო კომისიის  წევრი გახდე.

მას შემდეგ რაც სამინისტროებში და საკრებულოებში მომუშავე სპეციალისტები სერტიფიცირებულები გახდნენ, ისინი კომისიის წევრებად დანიშნეს, თანაც დამოუკიდებელ წევრებად. ამ მეთოდით საარჩევნო კომისიებში „ჩასმული“ დამოუკიდებელი წევრების უმეტესობა სამინისტროებში მომუშავე თანამშრომლები არიან.

ეს „ბრწყინვალე“ იდეა  ნაციონალურ მოძრაობას თავში ახლა არ მოსვლია. მათ ამ საკითხზე ზრუნვა არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე დაიწყეს და კომისია საიმედო კადრებით დააკომპლექტეს. თანაც მათი მუშაობა ანაზღაურებადი იქნება და კომისიებში მუშაობის პერიოდში 180-200 ლარამდე ხელფასი მიეცემათ.

სამინისტროებში და საკრებულოებში მომუშავე აპარატის თანამშრომლები რომლებიც ახლა საარჩევნო კომისიის წევრები არიან, სამსახურებიდან უფასო შვებულებაში გაუშვეს. ამით მათ კანონის დარღვევა თავიდან აიცილეს, რადგან სამსახურეობრივ საათებში თვითმმართველობაში მომუშავე თანამშრომლებს საარჩევნო კამპანიაში ჩართვა ეკრძალებათ.

ამდენად, საარჩევნო კომისიებში მმართველი პარტიის მიერ დანიშნული წევრების გარდა ნაციონალების სასარგებლოდ „დამოუკიდებელი“, უპარტიო წევრებიც იმუშავებენ.