ჩინეთი მსოფლიოს ეკონომიკური პრობლემების მოგვარებაში  დაეხმარება

ჩინეთი მსოფლიოს ეკონომიკური პრობლემების მოგვარებაში დაეხმარება

ჩინეთის წარმომადგენელმა ხუ ცძინატომ ვლადივასტოკში მიმდინარე აზია -წყნარი ოკეანის ეკონომიკურ სამიტზე განაცხადა, რომ ჩინეთი მზადაა მსოფლიოს ეკონომიკური პრობლემების დაძლევაში დაეხმაროს.

ჩინეთის წარმომადგენლის ს განცხადებით, ჩინეთი მზადაა ეკონომიკურ სფეროში წესრიგის დასამყარებლად და შიდა ბაზრების სტაბილურობის შესანარჩუნებლად.

„მსოფლიო ეკონომიკა ძალიან ნელა მიიწევს წინ. დღემდე არის ბევრი გადაუჭრელი საკითხი და ფაქტორები, რომლებიც დესტაბილიზაციას უწყობენ ხელს. რაც შეეხება აზია -წყნარი ოკეანის რეგიონის, აქ ყველა ქვეყნამ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს მშვიდობისა და ეკონომიკური სტაბილურობის განვითარებაში “,-განაცხადა ცძინატომ.