დარჩიაშვილი:  ადამიანებს აინტერესებს სად იშოვა ივანიშვილმა მილიარდები ადვილად  და რატომ

დარჩიაშვილი: ადამიანებს აინტერესებს სად იშოვა ივანიშვილმა მილიარდები ადვილად და რატომ

    საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის დავით დარჩიაშვილის შეფასებით,  ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ძალიან სტაბილური ამომრჩეველი ჰყავს და მისი მხარდამჭერების რაოდენობა არ კლებულობს,  იზრდება.

NDI-ის კვლევის შეფასებისას დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ ნებისმიერ ქვეყანაში პოლიტიკით დაუინტერესებელი ნაწილი საკმაოდ დიდია, ხოლო ვისაც პოლიტიკა აინტერესებს, მათთვის წამყვანი პოზიცია ნაციონალურ მოძრაობას უკავია.

„ქართული ოცნების“ რეიტინგის კლება გამოწვეულია იმით, რომ რაც არ უნდა თქვას ივანიშვილმა ან მისმა რომელიმე კოლეგამ ე.წ. ლიბერალური ფრთიდან, რომ არასოდეს მათ ნატოს წინააღმდეგ არაფერი უთქვამთ, ყველას ყველაფერი კარგად ახსოვს. მათი სიის ათეულის წარმომადგენლები დღემდე ლაპარაკობენ იმას, რაც რუსეთს ძალიან გაუხარდება. ამას საზოგადოება ხედავს. ადამიანებს ეჭვი ეპარებათ სად იყო ივანიშვილი, როდის მერე დაინტერესდა პოლიტიკით? მილიარდები ადვილად სად იშოვა და რატომ?“, - აღნიშნა დარჩიაშვილმა.   

NDI-ის კვლევის მიხედვით, კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, შედეგები ასე გადანაწილდა : "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 37% ; "კოალიცია "ქართული ოცნება" - 12%; "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" - 3%. არ ვიცი- 22%, არც ერთს-3%, პასუხზე უარი თქვა 16%-მა.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 31 ივლისიდან - 12 აგვისტოს პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2038 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.