ცესკომ რეგისტრაციაში გატარებული საარჩევნო სუბიექტების პარტიული სიები გამოაქვეყნა

ცესკომ რეგისტრაციაში გატარებული საარჩევნო სუბიექტების პარტიული სიები გამოაქვეყნა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაში გატარებული საარჩევნო სუბიექტების პარტიული სიები გამოაქვეყნა. ამ დროისათვის ცესკოს ვებ-გვერდზე 6 საარჩევნო სუბიექტის პარტიული სიაა განთავსებული. მათ შორის არიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - მეტი სარგებელი ხალხს“,  „ედპ - ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“,  „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“, „ჯონდი ბაღათურია - ქართული დასი“,  „გიორგი თარგამაძე - ქრისტიან–დემოკრატიული გაერთიანება“ და მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის“.

ცესკომ ვებ-გვერდზე რეგისტრაციაში გატარებული მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების სიაც გამოაქვეყნა. ყველა საარჩევნო სუბიექტის პარტიული სია  კომისიის ვებ გვერდზე ეტაპობრივად დაიდება.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ  რეგისტრაციაში  „ახალი მემარჯვენეების“ საარჩევნო სიაც  გაატარა.