ლედი გაგას „ხორცის კაბა“  ვაშინგტონის მუზეუმში გამოიფინა (VIDEO)

ლედი გაგას „ხორცის კაბა“ ვაშინგტონის მუზეუმში გამოიფინა (VIDEO)

ეპატაჟური ლედი გაგას ცნობილი „ხორცის კაბა“, რომელიც პოპ-დივას პირველად ორი წლის წინ,  MTV-ის დაჯილდოების ცერემონიალზე ეცვა ვაშინგტონის მუზეუმში პუბლიკის წინაშე ექსპოზიციის სახით გამოიფინა. ექსპოზიცია მუსიკალური ინდუსტრიის განვითარებაში ქალის როლს ეძღვნება.

ეს კაბა გასულ წელს უკვე იყო გამოფენილი ამერიკაში, როკ-ენ როლის დიდების მუზეუმის დარბაზში.

ექსპოზიციაზე გასატანად კაბა სპეციალური ქიმიკატებით დამუშავდა, იქამდე კი ხორცპროდიქტების შესანახ სპეციალურ სათავსოში ინახებოდა.

ეს ცნობილი კაბა არგენტინული ძროხის ხორცისგანაა შეკერილი, როფორც ლედი გაგა აცხადებს, ამ კაბით მან კოლეგებსა და თაყვანისმცემლებს დაანახა, რომ იგი „ხორცის ნაჭერი“ არ არის, ამ ჟესტს კი, დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა, როგორც ცხოველთა დამცველი საზოგადოების, ასევე რიგითი გულშემატკივრების მხრიდანაც.