NDI: რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას გამოკითხულთა 24%-ის აზრით, „ნაციონალური მოძრაობა“ შეძლებს, 21%-ის -„ქართული ოცნება“

NDI: რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას გამოკითხულთა 24%-ის აზრით, „ნაციონალური მოძრაობა“ შეძლებს, 21%-ის -„ქართული ოცნება“

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 24% მიიჩნევს, რომ რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას „ნაციონალური მოძრაობა“ შეძლებს, 21% ფიქრობს, რომ „ქართული ოცნება“, 2% -„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“, 8% - არცერთი, 38%-მა არ იცის, ხოლო 6%-მა კითხვას პასუხი არ გასცა.
NDI-ის კითხვაზე - რომელი პოლიტიკური პარტია ან გაერთიანება შეძლებს განათლების საკითხის მოგვარებას რესპონდენტთა 38% მიიჩნევს, რომ  „ნაციონალური მოძრაობა“ შეძლებს, 13%- „ქართული ოცნება“, 3% - „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“, 5% თვლის, რომ - ვერცერთი პარტია, 34%-მა არ იცის, ხოლო 7%-მა უარი განაცხადა.
გამოკითხულთა 36% მიიჩნევს, რომ ნატო-ში გაწევრიანების საკითხს „ნაციონალური მოძრაობა“ მოაგვარებს, 11% - „ქართული ოცნება“, 3% - „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“, 7% - არცერთი პარტია, არ იცის - 36%-მა, ხოლო 7%-მა უარი განაცხადა.
ჯანდაცვის საკითხებს რესპონდენტთა 34%-ის აზრით, „ნაციონალური მოძრაობა“ მოაგვარებს, 15% მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“, 5% „ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრობას“ ასახელებს, 5% არცერთ პარტიას, 33%-მა არ იცის, ხოლო 6%-მა პასუხზე უარი განაცხადა.
დასაქმების საკითხის მოგვარებას გამოკითხულთა 33%-ის აზრით, „ნაციონალური მოძრაობა“ შეძლებს, 17%-ის აზრით „ქართული ოცნება“, 3%-ის აზრით, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“, 6%- არცერთი, 35%-მა არ იცის, ხოლო 6%-მა აღნიშნულ შეკითხვას არ უპასუხა.
დემოკრატიის განვითარებას რესპონდენტთა 33%-ის აზრით, „ნაციონალური მოძრაობა“ შეძლებს, 13%-ის აზრით, „ქართული ოცნება“, 6%-არცერთი პარტია, 38%-არ იცის, ხოლო 7%-მა პასუხზე უარი განაცხადა.

კვლევის შედეგების პრეზენტაცია NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა, ლუის ნავარომ წარმოადგინა.

კვლევა  2012 წლის აგვისტოს შედეგებს ასახავს და ის კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ NDI-ის დაკვეთით ჩატარდა.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 31 ივლისიდან 12 აგვისტოს პერიოდში, საქართველოს მასშტაბით ჩატარდა. პირისპირ ინტერვიუს საფუძველზე 2 038 ინტერვიუერი გამოიკითხა.