NDI: საზოგადოებრივი ინსტიტუტების მხარდაჭერის მხრივ ჯარი და პოლიცია ლიდერობს

NDI: საზოგადოებრივი ინსტიტუტების მხარდაჭერის მხრივ ჯარი და პოლიცია ლიდერობს

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის  NDI-ის სოციოლოგიური კვლევის თაანახმად, საზოგადოებრივი ინსტიტუტების მხარდაჭერის მხრივ საქართველოს ჯარი და პოლიცია ლიდერობს.

გამოკითხულთა უმრავლესობა მათ საქმიანობას დადებითად აფასებს.

კვლევის შედეგები NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა, ლუის ნავარომ წარმოადგინა.

კვლევა  2012 წლის აგვისტოს შედეგებს ასახავს და ის კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ NDI-ის დაკვეთით ჩატარდა.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 31 ივლისიდან 12 აგვისტოს პერიოდში, საქართველოს მასშტაბით ჩატარდა. პირისპირ ინტერვიუს საფუძველზე 2 038 ინტერვიუერი გამოიკითხა.