„ანა კარენინა“ კიდევ ერთხელ მსოფლიო ეკრანებზე გაცოცხლდება(VIDEO)

„ანა კარენინა“ კიდევ ერთხელ მსოფლიო ეკრანებზე გაცოცხლდება(VIDEO)

გუშინ, 4 სექტემბერს, ლონდონში რეჟისორ ჯო რაითის ახალი ფილმის „ანა კარენინას“ პირველი დახურული ჩვენება  გაიმართა.  ფილმის მსოფლიო პრემიერა 7 სექტემერს შედგება.

„ანა კარენინა“ 19–ე საუკუნეში მოღვაწე რუსი მწერლის, ლევ ტოლსტოის ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვითაა გადაღებული და გათხოვილი არისტოკრატი ქალისა და სამხედრო ოფიცერ ვრონსკის ტრაგიკული სიყვარულის ისტორიას მოგვითხრობს.

ფილმში მთავარ როლებს კირა ნაითლი, ჯუდ ლოუ და აარონ ჯონსონი ასრულებენ.  კირა ნაითლი რეჟისორ ჯო რაითთან უკვე მესამედ მუშაობს. პირველად ის ფილმში „სიამაყე და ცრურწმენა“ 2005 წელს გამოჩნდა, მეორედ კი ერთად 2007 წელს, ფილმზე „მონანიება“ იმუშავეს.