არასამთავრობოები დღეს წინასაარჩევნო  პროექტის პრეზენტაციას გამართავენ

არასამთავრობოები დღეს წინასაარჩევნო პროექტის პრეზენტაციას გამართავენ

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, ISET–ის კვლევითი ინტიტუტი, ლიბერალური აკადემია და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ დღეს წინასაარჩევნო  პროექტის პრეზენტაციას გამართავენ.

პროექტს ერთობლივად ოთხი ქართული ორგანიზაცია ახორციელებს და იგი USAID აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის „საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში“ (G-PAC) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

პროექტის მიზანია გაიზარდოს ქართული საზოგადოების ინფორმირებულობა ქვეყნის წამყვანი პოლიტიკური პარტიების პოზიციების შესახებ ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ.

ორგანიზაციები ასევე წარადგენენ პარტიათა პროგრამების ექსპერტულ შეფასებას და პოლიტიკური პარტიების დებატებს უმასპინძლებენ.