სერგი კაპანაძე:  წლევანდელი ამბასადორიალი  თემატურად ძალიან დატვირთული იქნება

სერგი კაპანაძე: წლევანდელი ამბასადორიალი თემატურად ძალიან დატვირთული იქნება

"წლევანდელი დიპლომატიური წამრომადგენლობების ხელმძღვანელების ყოველწლიური შეხვედრა - ამბასადორიალი  თემატურად ძალიან დატვირთული იქნება“, -  ასე შეაფასა წლევანდელი ამბასადორიალი სასტუმრო „რედისონში“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგი კაპანაძემ.

 მისი თქმით,  წლევანდელი დღის წესრიგი დატვირთულია და აღნიშნა, რომ საქართველოს ელჩები და ხელისუფლების წამრომადგენლები ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკურ პროცესებზე იმსჯელებენ.

„გვექნება საუბარი იმაზე თუ რა საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტბი უნდა გვქონდეს შემდეგი წლის განმავლობაში. ღონისძიებას მინისტრები დაესწრებიან და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს დიპლომატიურ კორპუსთან დისკუსიას გამართავენ“- განაცხადა კაპანაძემ და აღნიშნა, რომ წლევანდელ ამბასადორიალს მაღალი რანგის სტუმრები ყავს.

 მისი თქმით, მათ შორის არიან ნატო-ს გენერალური მდივანი, ასევე პოლონეთის, არგენტინისა და ფიჯის საგარეო საქმეთა მინისტრები. 

სასტუმრო „რედიოსნში“ ამბასადორიალი ამ წუთებში გაიხსნება და სამი დღე გაგრძელდება.