რუსთაველის თეატრის ახალი სეზონი გიორგი თავაძის კომედიით გაიხსნება

რუსთაველის თეატრის ახალი სეზონი გიორგი თავაძის კომედიით გაიხსნება

 15 სექტემბერს, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის დიდ სცენაზე 134-ე სეზონი რეჟისორ გიორგი თავაძის ერთმოქმედებიანი კომედიის პრემიერით გაიხსნება. წარმოდგენილი იქნება ტომ სტოპარდის „მაგრიტის შემდეგ“.

 სპექტაკლში  მონაწილეობას იღებენ მსახიობები: გოგა ბარბაქაძე, გელა თავბერიძე, ნინო კასრაძე, ირაკლი სანაია, ბექა სონღულაშვილი, ნანა ფაჩუაშვილი და ლევან ხურცია.