„ცხოვრების ერთი დღე“   კავკასიურ სახლში

„ცხოვრების ერთი დღე“ კავკასიურ სახლში

 13 სექტემბერს „კავკასიური სახლი“  უმასპინძლებს ფოტოგამოფენას სახელწოდებით „ცხოვრების ერთი დღე“, რომლის ორგანიზატორია „ქურთ ახალგაზრდათა კავშირი“.

ექსპოზიციაზე გამოფენილი იქნება კავშირის წევრების მიერ ფოტო ფირზე აღბეჭდილი უმცირესობის წარმომადგენლების ერთი დღე. გამოფენის პარალელურად გაიმართება ნაციონალური მუსიკის კონცერტი.