გრიგოლ ვაშაძე: საქართველოში ასეთი დიდი რაოდენობით მეგობარი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები არ ჩამოსულან

გრიგოლ ვაშაძე: საქართველოში ასეთი დიდი რაოდენობით მეგობარი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები არ ჩამოსულან

„წლევანდელი ამბასადორიალი განსაკუთრებული იქნება“, -ამის შესახებ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა  გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძის თქმით, არასოდეს საქართველოში ასეთი დიდი რაოდენობით მეგობარი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები არ ჩამოსულან.

ამბასადორიალზე სიტყვით გამოვლენ პოლონეთის, შვედეთის და ფიჯის საგარეო საქმეთა მინისტრები და ნატო-ს გენერალური მდივანი.

ვაშაძის თქმით, ამბასადორიალის მუშაობა დაყოფილი იქნება თემატურად და განიხილება საქართველო-ნატოს, საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობა, რეგიონული ვითარება, ასევე, ორმხრივი ურთიერთობები სხვადასხვა რეგიონთან და ქვეყანასთან.

ამასთანავე,  საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ საგარეო პოლიტიკური უწყების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება სხვადასხვა სახელმწიფოებთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაა, რაც სამთავრობო პროგრამის შესრულებაში დასაქმების, სოციალური პროგრამების განხორციელებისა და ეკონომიკური განვითარების კუთხით მნიშვნელოვან როლს თამაშობს.