სპეცოპერაციისას დაღუპული კაპრალი ვლადიმერ ხვედელიძე სამტრედიაში დაკრძალეს

სპეცოპერაციისას დაღუპული კაპრალი ვლადიმერ ხვედელიძე სამტრედიაში დაკრძალეს

გარდაცვლილი სამხედრო ექიმის ოჯახს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიუსამძიმრა. დაკრძალვის ცერემონიას შინაგან საქმეთა მინისტრი ბაჩო ახალაია და სამინისტროს მაღალჩინოსნებიც დაესწრნენ.

კაპრალ ვლადიმერ ხვედელიძეს ვახტანგ გორგასლის სახელობის I ხარისხის ორდენი მიენიჭა. ჯილდო გარდაცვლილი ექიმის ოჯახს გადაეცა.

ლოპოტას ხეობაში სპეცოპერაციისას სამხედრო ექიმი ვლადიმერ ხვედელიძე და ორი ქართველი სპეცრაზმელი - არჩილ ჩოხელი და სოლომონ წიკლაური 29 აგვისტოს დაიღუპნენ. სოლომონ წიკლაური შაბათს, ხოლო არჩილ ჩოხელი დღეს დაკრძალეს.