„ლეიბორისტული პარტია“ სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე გაყიდვას აპროტესტებს

„ლეიბორისტული პარტია“ სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე გაყიდვას აპროტესტებს

"ლეიბორისტული პარტია” სასოფლო-სამეურნელო მიწების უცხოელებზე გაყიდვას აპროტესტებს და მისი აკრძალვის ინიციატივით გამოდის.

ამის შესახებ პარტიის გენერალურმა მდივანმა იოსებ შატბერაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე  განაცხადა.

მისი თქმით, პარტიამ ჯერ კიდევ შეიტანა საკანონმდებლო ინიციატივა , „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ საქართველოს კანონში დამატებების თაობაზე“, თუმცა აღნიშნა, რომ მისი გაყიდვა არ შეჩერდა.

შატბერაშვილი აცხადებს, რომ მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აღნიშნულ კანონპროექტს ახალი პარლამენტის პირველივე სესიაზე გაიტანენ.

 „კანონპროექტის მიღების შემთხვევაში აიკრძალება სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გაყიდვა, ხოლო უცხოელი მოქალაქის უკვე მფლობელობაში არსებული მიწები მის მფლობელებს ექვსი თვის ვადაში ჩამოერთმევათ, კომპენსაციის სანაცვლოდ“, - განაცხადა მან.

 შატბერაშვილის ინფორმაციით, ჩინელები და ინდოელები საქართველოში ფლობენ ტყეებს, ვენახებს, ზღვისპირა მიწებს, რაც დაუშვებელია.