ზურაბ ჭიაბერაშვილი და  ანდრო ალავიძე სტუდენტებს შეხვდნენ

ზურაბ ჭიაბერაშვილი და ანდრო ალავიძე სტუდენტებს შეხვდნენ

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ჩუღურეთში, ანდრო ალავიძე სტუდენტებს შეხვდნენ. ახალგაზრდებთან საუბრის მთავარ თემას სახელმწიფო დაზღვევის პროგრამა წარმოადგენდა.

მინისტრის განმარტებით სახელმწიფო დაზღვევის პროგრამა 1 სექტემბრიდან ამოქმედდა და სტუდენტებს უკვე შეუძლიათ პოლისების გამოყენება. ზურაბ ჭიაბერაშვილმა სტუდენტებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ სადაზღვევო პაკეტით სარგებლობისთვის აუცილებელია ოჯახის ექიმთან კონსულტაცია.