შაია ლაბაფი: მამა მუდამ ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ იყო, დედა კი მთელ დღეებს სამსახურში ატარებდა

შაია ლაბაფი: მამა მუდამ ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ იყო, დედა კი მთელ დღეებს სამსახურში ატარებდა

„ტრანსფორმერების“ ვარსკვლავი შაია ლაბაფი „ L’Uomo Vogue“-ს სექტემბრის ნომრის გარეკანზე დაიბეჭდა. გარდა ამისა მსახიობმა გამოცემას ვრცელი ინტერვიუც მისცა, სადაც თავის ცხოვრებაზე ბავშვობის წლებსა და კარიერის დასაწყისზე ისაუბრა.

ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ მსახიობი მონაწილეობას იღებს ლარს ფონ ტრიერის ახალ პორნოგრაფიულ დრამაში „ნიმფომანი“.

„როდესაც გადასაღებ მოედანზე არ ვარ, ჩემი ცხოვრება სპორტულ დარბაზს ემსგავსება, რომელშიც მხოლოდ მე და ჩემი ძაღლი ვმოძრაობთ. მსუბუქი საკვები, ბევრი სეირნობა და მარტოობა! კარგია, რომ უკვე ახალ პროექტზე დავიწყე მუშაობა. ლარსი, ერთ-ერთი, ყველაზე სახიფათო ადამიანია, ვისაც კი, შევხედრივარ. მის ფილმში თამაში ჩემთვის გამოწვევაა, რომელსაც დიდი ინტერესით ვიღებ  და იმედი მაქვს, რომ გამომივა“-ამბობს მსახიობი.

ცნობილი დანიელი რეჟისორის ამ პორნოგრაფიულ დრამას უკვე უწინასწარმეტყველებენ ყველაზე სკანდალური ფილმის ტიტულს მის ფილმოგრაფიაში. როგორც ფილმის მსახიობები აღნიშნავენ, ფილმში ეროტიული სცენები რეალურად გათამაშდება და ამის შესახებ ყველა მათგანისთვის ცნობილია. ფილმი ორი ვერსიით გამოვა. პირველი კომერციული და მეორე, ცენზურის გარეშე. ფილმის გადაღებები უკვე დაწყებულია და მასში მონაწილეობას შაია ლაბაფთან ერთად  შარლოტა გინსბურგი, სტელან სკარსგარდი და სხვებიც იღებენ.

ლაბაფი ჟურნალთან ინტერვიუში ბავშვობასაც იხსენებს და ამბობს, რომ ის ძალიან მალე გაიზარდა. ათი წლის ასაკში უკვე დამოუკიდებელი იყო და სახლის საქმეების კეთება თავადვე უწევდა. „მამა მუდამ ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ იყო, დედა კი მთელი დღეები მუშაობდა, ამიტომ საჭმლის მომზადებაც და სახლის დალაგება მე მიწევდა. ამაზე არასდროს დამიწუწუნია, რადგან დედა, ჩემი გულისთვის სამ სამსახურში ერთდროულად მუშაობდა, სწორედ ასე ვახერხებდით სკოლის გადასახადის გადახდას“-ჰყვება მსახიობი.