‎ეროვნული ბიბლიოთეკისა და „ევროაზიური ევრიპული კონგრესის“ მემორანდუმი

‎ეროვნული ბიბლიოთეკისა და „ევროაზიური ევრიპული კონგრესის“ მემორანდუმი

 4 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და „ევროაზიური ევროპული კონგრესის“ (ЕАЕК) ებრაულ ორგანიზაციებსა და უკრაინის გაერთიანებებს (Ваад Украины) შორის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ და „ევროაზიური ევროპული კონგრესის“ (ЕАЕК) ებრაული ორგანიზაციების და უკრაინის გაერთიანებების (Ваад Украины) თავმჯდომარემ იოსებ ზისელმა. 

მემორანდუმი ითვალისწინებს იუდაიკის კოლექციის აღწერას, ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე კატალოგის შექმნას, გაციფრებასა და ინტერნეტსივრცეში განთავსებას.