პარლამენტის საშემოდგომო სესია ბიუროს სხდომით გაიხსნა

პარლამენტის საშემოდგომო სესია ბიუროს სხდომით გაიხსნა

პარლამენტის საშემოდგომო სესია დღეს ბიუროს სხდომით გაიხსნა. სხდომაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ლოპოტას ხეობაში განხორციელებული სპეცოპერაციის დროს დაღუპულთა ხსოვნას.

როგორც ბიუროს სხდომის წამყვანმა, ვიცე-სპიკერმა რუსუდან კერვალიშვილმა აღნიშნა, ეს ადამიანები სამშობლოს უსაფრთხოებისთვის დაიღუპნენ.

ბიუროს სხდომას ორი საერთაშორისო დოკუმენტის გარდა,  პრეზიდენტის მიერ ,,საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებაც წარედგინა, რომელიც კანომდებლობის ცვლილებას ხმების დათვლის პროცედურაში გულისხმობს.

ბიუროს სხდომის წამყვანმა აღნიშნა, რომ თუ აუცილებლობა არ არის პარლამენტის პლენარული სხდომა აღარ გაიმართება.