შსს-ს ინფორმაციით, ბექა ჯიქიძე ძარცვის ბრალდებით დააკავეს

შსს-ს ინფორმაციით, ბექა ჯიქიძე ძარცვის ბრალდებით დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძარცვის ფაქტზე „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი, ბექა ჯიქიძე დააკავა. ამის შესახებ შსს-მ განცხადება გაავრცელა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ჯიქიძემ 2012 წლის 1 სექტემბერს ექვს  პირთან ერთად დანის მუქარით მოქალაქე მიშა ქოჩლიშვილს  ფულადი თანხა გასტაცა. 

მათივე ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილით არის აღძრული.

დღესვე შსს-მ ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც დაზარალებული მიხეილ ქოჩლიშვილი ძარცვის ფაქტს ყვება.  მისი თქმით, ვარკეთილის მეტროსთან 2-მა ახალგაზრდამ, რომელთაც „ქართულ ოცნების“ მაისური ეცვათ, დანის მუქარით წაართვეს პირადი ნივთები.

შსს-ს ცნობით, სასამართლომ ბექა ჯიქიძეს 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.