არჩილ ჩოხელის დაკრძალვაზე ბაჩო ახალაიც მივიდა

არჩილ ჩოხელის დაკრძალვაზე ბაჩო ახალაიც მივიდა

ლოპოტას ხეობაში სპეცოპერაციისას დაღუპული არჩილ ჩოხელის დაკრძალვაზე ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა მინისტრი ბაჩო ახალაია მივიდა.

დაკრძალვაზე  იმყოფებიან:  ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი, დავით გობეჯიშვილი, გიორგი ასანიძე და მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი ცეზარ ჩოჩელი.

პანაშვიდზე იმყოფებოდნენ, აგრეთვე, „ქართული ოცნების“  წარმომადგენლები სოსო ჯაჭვლიანი და ლუკა კურტანიძე.

ლოპოტას ხეობაში დევნის ოპერაციის დროს ორი სპეცრაზმელი - არჩილ ჩოხელი და სოლომონ წიკლაური და ერთი სამხედრო ექიმი ვლადიმერ ხვედელიძე დაიღუპნენ.

სოლომონ წიკლაური შაბათს დაკრძალეს, ხოლო არჩილ ჩოხელსა და ვლადიმერ ხვედელიძეს დღეს დაკრძალავენ.